ბათუმი 👤 Telegram

ტელეფონი ზღვაში ჩავარდა: რატომ არის მარილიანი წყალი მტკნარზე საშიში

ზღვის წყალი და ქვიშა ტელეფონს მტკნარ წყალზე სწრაფად აზიანებს. რა გავაკეთოთ ზღვის შემდეგ ბათუმში და რატომ არ უნდა დაველოდოთ.

ბათუმში ყოველ ზაფხულს ერთსა და იმავე ამბავს ვხედავთ: ტელეფონი ზღვაში ჩავარდა, „გააშრეს“, თითქოს იმუშავა, ერთ კვირაში კი გაჭედვა და გამორთვა დაიწყო.

რატომ არის ზღვა განსხვავებული

მარილი. როცა ზღვის წყალი ტელეფონში შრება, მარილი დაფაზე რჩება. ის დენს ატარებს და კონტაქტების კოროზიას იწვევს. პროცესი ნელია: დღეს ყველაფერი მუშაობს, რამდენიმე დღეში დატენვა ჩერდება, შემდეგ ქრება ქსელი ან ხმა.

ქვიშა. წვრილი ქვიშა ედება დამტენის ბუდეს, დინამიკისა და მიკროფონის ბადეებს.

წყლისგან დაცვა აქ არ შველის. მწარმოებლები ტელეფონებს ლაბორატორიაში, მტკნარ წყალში ამოწმებენ. იხ. IP68: რატომ არ გიშველით დაცვა პლაჟზე.

რა გავაკეთოთ ზღვის შემდეგ მაშინვე

  1. გამორთეთ ტელეფონი და შესამოწმებლად ნუ ჩართავთ.
  2. ნუ დატენით, სანამ ხელოსანს არ აჩვენებთ.
  3. მოხსენით ქეისი და ამოიღეთ SIM-ის უჯრა.
  4. ფრთხილად შეამშრალეთ მშრალი ქსოვილით. ბუდეში ნუ ჩაბერავთ.
  5. ნუ გააშრობთ ფენით და მზეზე.
  6. ნუ ჩადებთ ბრინჯში. ის მარილს ვერ მოაშორებს.

ტელეფონის მტკნარ წყალში გავლებას დამოუკიდებლად არ გირჩევთ: გახსნის გარეშე უბრალოდ მეტ წყალს ჩაასხამთ შიგნით. დაფის რეცხვა სწორია დაშლის შემდეგ, სპეციალური სითხით.

რატომ არ უნდა დაველოდოთ

მარილიან წყალთან დრო საათებით ითვლება. თუ დაფას პირველივე დღეს გაწმენდთ, ხშირად წმენდა საკმარისია. თუ ერთ კვირას დაელოდებით, კოროზია კონტაქტებს შეჭამს და შეკეთება გაძვირდება.

რას ვაკეთებთ

ვხსნით ტელეფონს, ვწმენდთ დაფას, ვამოწმებთ ბუდეს, დინამიკებს, კამერებს და Face ID-ს. ფასს შეკეთებამდე გეტყვით, ტელეფონის დათვალიერება უფასოა. დაწვრილებით — წყლის დაზიანების შეკეთება.

ტელეფონი ზღვაში იბანავა? მოგვწერეთ Telegram-ში პირდაპირ პლაჟიდან.

ასევე წაიკითხეთ

აღწერეთ პრობლემა — წუთებში გიპასუხებთ

Telegram-ში გიპასუხებთ ყოველდღე 10:00-დან 22:00-მდე.

მოგვწერეთ Telegram-ში